ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რესპუბლიკელები უკრაინის დახმარების წინააღმდეგ | აშშ სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას ამ დრომდე ვერ ახერხებს

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის განხილვა შეერთებული შტატების სენატში ჩავარდა. რესპუბლიკელების წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოხერხდა, რის გამოც ამ დრომდე ღიად რჩება საკითხი, შეძლებს თუ არა ომში მყოფი ქვეყანა ფინანსური დახმარების ყველაზე მასშტაბური ტრანშის მიღებას.
რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გვერდის ასავლელად უკრაინასთან ერთად იმავე პაკეტში იყო გათვალისწინებული დახმარება ისრაელისთვისაც, თუმცა ცხარე დებატების შემდეგ კენჭისყრა კანონპროექტის ჩავარდნით დასრულდა.
105 მილიარდიანი დახმარების პაკეტის დაუყოვნებლივი დამტკიცებისკენ კონგრესს დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც მოუწოდა. წინააღმდეგობრივი მუხტის გაძლიერების ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა შტატებში სიტყვით გამოსვლა სენატის წინაშე. რამდენიმე დღეა ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც.
ავტორი: ზურა პეტროსიანი

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.