ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"რეჟისორ კახა მელიქიძეს სპორტში პოლიტიკის შემოტანას აბრალებენ მატჩის მსვლელობისას სტადიონზე სალომე ზურაბიშვილის მოძებნით და მისი კადრის ჩვენებით"

"რეჟისორ კახა მელიქიძეს სპორტში პოლიტიკის შემოტანას აბრალებენ მატჩის მსვლელობისას სტადიონზე სალომე ზურაბიშვილის მოძებნით და მისი კადრის ჩვენებით"
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები რეჟისორ კახა მელიქიძეს სპორტში პოლიტიკის შემოტანას აბრალებენ მატჩის მსვლელობისას დინამოს სტადიონზე სალომე ზურაბიშვილის მოძებნით და მისი კადრის ჩვენებით.
🔴2024 წლის 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე კახა მელიქიძემ სახელმწიფოს მეთაური აჩვენა.
სალომე ზურაბიშვილი ე.წ. VIP ლოჟაში სხვა ოფიციალურ სტუმრებთან ერთად იჯდა, შესაბამისად მის ჩვენებას ძებნა არ სჭირდებოდა.
🔴აღსანიშნავია, რომ კახა მელიქიძე დღეს ერთადერთი ქართველი რეჟისორია, რომელიც ქართველ ოპერატორებთან ერთად, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, UEFA-ს და IJF-ის ტურნირებს იღებს.
🔴2025 წლის 23 მარტის საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩს თბილისში, კახა მელიქიძის და პირველი არხის სხვა თანამშრომლების ნაცვლად, სრულად თურქული გუნდი გადაიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური რესურსით.
წყარო
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.