პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეჟიმმა პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

რეჟიმმა პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

რეჟიმმა საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის წარმომადგენლები შესავალი სიტყვით გამოვიდნენ. ამასთან, სხდომაზე გადაისინჯა სინდისის პატიმრებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ დაკავებულებიც.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.