“რეპუტაციული ზიანის მიყენების” გამო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ ერთი თანამშრომელი გააფრთხილა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორი, გივი კიტიაც გააფრთხილა. ინფორმაციას “მედიაჩეკერი” ავრცელებს.
“დისციპლინარული სანქციის შესახებ ბრძანებით, თინათინ ბერძენიშვილმა თანამშრომელს “საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების” გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში “ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში” შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა”, – წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, შესაძლო გათავისუფლების შესახებ მსგავსი საფუძვლით, ჯამში 8 თანამშრომელი გააფრთხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: აშშ-მა განაახლა პარტნიორობა, სხვა დონეზე აიყვანა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანo, სომხეთი, არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით – თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?