“რეპრესიები… ღალატი… თავდასხმები…” – მაკრონის მწვავე განცხადება

საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის საფრანგეთს პრეზიდენტი ეხმაურება. განცხადება ემანულ მაკრონიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და თქვა:
“საქართველო გახდა მკაფიო თავდასხმის, მანიპულაციების მსხვერპლი. მე მინდა, გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველებისადმი და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების რეპრესიებისადმი, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისადმი და არსებითად ევროპული გზის ღალატისადმი, რაც არჩევნების შემდეგ მაშინვე მოხდა და ფუნდამენტურად, სრულად ეწინააღმდეგება იმას, რაც უთხრეს ამომრჩევლებს კამპანიის დროს”

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”