რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს იმამ ალის დაბადების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს შიიტი მუსლიმები, პირველი იმამის, ალის (ალი იბნ აბუ ტალიბი, მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფა, 601-661 წ.წ.) დაბადების დღეს აღნიშნავენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ დღეს საქართველოს შიიტ მუსლიმებს ულოცავს.
„მუსლიმური წყაროების თანახმად, ალი იყო პირველი მამაკაცი, რომელმაც მიიღო ისლამი. იმამ ალი მუსლიმურ სამყაროში დიდი მნიშვნელობის მქონე ისტორიული ფიგურაა, როგორც სულიერად, ისე პოლიტიკურად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დღეს საქართველოს შიიტ მუსლიმებს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებ მათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს