არქივი7 აპრილი, 2025, 10:42
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ბაპტისტურ თემს ხარების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ბაპტისტურ თემს ხარების დღესასწაულს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ბაპტისტური თემი დღეს ხარებას დღესასწაულობს.
„ქრისტოლოგიაში ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და საუკუნეების მანძილზე დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად ითვლება. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მაცხოვარს შობდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.