რელიგიის საკითხთა სააგენტო ყველა ებრაელს, საქართველოს იუდეურ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა ებრაელს, საქართველოს იუდეურ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
„8-15 დეკემბერს იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ იმ სასწაულის აღსანიშნად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო. შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ებრაელს, საქართველოს იუდეურ თემს დღესასწაულს, კეთილდღეობას, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.