არქივი7 იანვარი, 2026, 00:24
რელიგიის სააგენტო ქრისტეშობას გილოცავთ

საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში დღეს სადღესასწაულო მსახურება იმართება - მართლმადიდებელი საქართველო ქრისტეშობას ზეიმობს.
"მაცხოვრის შობა განახლებისა და ნათელი მომავლის რწმენას უკავშირდება. სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოეტანოს ამ დღეს ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისა და სამშობლოსთვის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობას ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს და მშვიდობას, სიკეთეს, სიხარულს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.