ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის სააგენტო მოწყალების სახლს დაეხმარა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქველმოქმედო აქციებს განაგრძობს - დღეს, რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ მოწყალების სახლს ეწვივნენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ბენეფიციარებს მათ საჩუქრები - 5 ფუთა ტანსაცმელი და 10 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
მათი ცნობით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოწყალების სახლი 30 წლის წინ დაარსდა და „იქ მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებულ, ხელმოკლე წარმომადგენლებს ეხმარებიან“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.