არქივი14 მარტი, 2024, 07:38
რელიგიის სააგენტო ეზიდ თანამოქალაქეებს „კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოში მცხოვრები ეზიდები, დღეს გაზაფხულის დადგომას, „კლოჩე სარე სალეს“ აღნიშნავენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, „ეს უძველესი სახალხო დღესასწაული განახლების, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა“.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ეზიდ თანამოქალაქეებს დღესასწაულს ულოცავს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.