ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის სააგენტოს ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი ეწვია

რელიგიის სააგენტოს ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი ეწვია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობერტ გერშნერს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ელჩი გერშნერი საქართველოს რელიგიური კონფესიებით, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობითა და სახელმწიფოს მხრიდან კონფესიების დაფინანსებით დაინტერესდა, რის თაობაზეც სააგენტოს თავმჯდომარისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.
„ზაზა ვაშაყმაძემ ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ამ თვალსაზრისით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე არაღიარების პოლიტიკა.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემატურად ხდება ქართული ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კვალის წაშლა.
შეხვედრის დასასრულს, სტუმარს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს პუბლიკაციები გადაეცა.
ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი და მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.