ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის საააგენტო ორგანიზაცია „ახალგაზრდულ სახლს“ ეწვია

რელიგიის საააგენტო ორგანიზაცია „ახალგაზრდულ სახლს“ ეწვია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ორგანიზაციას - „ახალგაზრდულ სახლი“ - 7 შეკვრა სხვადასხვა სახის საკვები და 30 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდული სახლის დირექტორმა, ლელა ეხვაიამ და მოძღვარმა მამა ანდრიამ აქციის ორგანიზატორებს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადეს.
ინფორმაციის თანახმად, აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.