ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეკორდული წყალდიდობა რუსეთში

რუსეთში, ურალის მთების დასახლებულ პუნქტებში, ძალზე სახიფათო წყალდიდობამ ათასობით ადამიანს სახლის დატოვება აიძულა. ამის მიზეზი თოვლის სწრაფი დნობა გახდა, რომელმაც ევროპის კონტინენტზე ზოგიერთი დიდი მდინარის ადიდება გამოიწვია.
მოსკოვმა ყაზახეთის მახლობლად, ორენბურგის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იქ მდინარე ურალი ადიდდა - ევროპაში სიდიდით მესამე მდინარე. 5 აპრილს, რამდენიმე მეტრიანი ადიდება სულ რამდენიმე საათში მოხდა, ქალაქ ორსკში მდებარე კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მდინარემ, რომელიც სათავეს ურალის მთებში იღებს და კასპიის ზღვაში ჩაედინება, დღეს, 8 აპრილს ორსკში სახიფათო დონეებს მიაღწია. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადების მიხედვით, წყალდიდობის პიკს ორსკში ოთხშაბათს, 10 აპრილს ელიან. ორენბურგის ოლქის ამ ქალაქში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
სამინისტროს ცნობით, წყალდიდობების გამო, რუსეთის 39 რაიონში დაიტბორა 10 400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მასობრივი დატბორვა ურალის გარდა, რუსეთის სხვა ოლქებშიც აღინიშნა. განსაკუთრებით დაზარალდა ციმბირის და ვოლგის ცენტრალური რაიონები.
"გაზაფხულის წყალდიდობის შედეგად ციმბირის, ურალის და ვოლგის ფედერალური ოლქების ტერიტორიაზე ათობით დასახლება დაიტბორა", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ალექსანდრე კურენკოვმა. მისი თქმით, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის შემდგომი მატება, რაც თოვლის აქტიურ დნობას და მდინარეების კიდევ უფრო ადიდებას გამოიწვევს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.