ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეკორდული შედეგების შემდეგ, ბიტკოინის ფასი კლებას განაგრძობს

რეკორდული შედეგების შემდეგ, ბიტკოინის ფასი კლებას განაგრძობს
რეკორდული შედეგების შემდეგ, ბიტკოინის ფასი კლებას განაგრძობს. დღევანდელი, 25 მარტის კურსით (15:23-ზე თბილისის დროით) ბიტკოინი $66 818-ად ივაჭრება. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.4 ტრილიონის ფარგლებშია.
18 მარტს (17:24-ზე თბილისის დროით) ბიტკოინი $67,860-ად ივაჭრებოდა. ერთ კვირაში მისი ფასი $1 042-ით შემცირდა.
ცნობისთვის, ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან 34%-ზე მეტით გაძვირდა. ამას ხელი შეუწყო ბიტკოინ-ETF-ის გაშვებამ. ამასთან, ბოლო დღეებში ბიტკოინი მკვეთრად გაძვირდა: 25 თებერვლიდან ის 51 772,9 დოლარიდან 14%-ზე მეტით გაიზარდა. როგორც Bloomberg აღნიშნავს, პოპულარულ კრიპტოვალუტას მხარს უჭერს მოთხოვნა Bitcoin ETF-ებზე.
გარდა ამისა, სააგენტო დასძენს, რომ ბიტკოინი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა და მსხვილმა კრიპტო-ინვესტორმა MicroStrategy-მ 3000 ბიტკოინი 155,4 მილიონ დოლარად იყიდა.
ბიტკოინის ფასი 2023 წელს 150%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ბიტკოინის ETF-ის დაწყება დაამტკიცა. ნებართვა 10 იანვარს, 10 წლიანი უარის შემდეგ, მიენიჭა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.