არქივი5 თებერვალი, 2024, 10:11
რეკორდი საკუთარ დაბადების დღეზე - ჰოილუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში შევიდა
პრემიერ ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემი" 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი გოლი "წითელი ეშმაკების" ფორვარდმა რასმუს ჰოილუნმა გაიტანა, რომელსაც გუშინ 21 წელი შეუსრულდა.
აღსანიშნავია, რომ დანიელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ასაკში "წითელი ეშმაკების" მაისურით პრემერ ლიგის ზედიზედ 4 შეხვედრაში აიღო მეტოქის კარი.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 36 ქულით პრემიერ ლიგის მე-6 საფეხურს იკავებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.