არქივი14 ივნისი, 2025, 22:50
რეზო შატაკიშვილი: ეგ არმენოფობიური გამოხტომები სამარცხვინოა და საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს!

"მათე დევიძეს ვინც მიუსაჯა, მოსამართლე გალუსტაშვლი რომ დავარს უნდა ათრევინო თმებით - ცალსახაა, მაგრამ არაერთგან გადავაწყდი სამარცხვინო კომენტარებს - ამ მოსამართლის სომხური წარმოშობით რომ ხსნიდნენ ამ გადაწყვეტილებას.
გეგონება ქართული წარმოშობის მოსამართლეები არ იქცევიან სამარცხვინოდ!
გეგონება ხარება მოზამბიკიდან იყო და ამიტომ ლეწავდა გოგო-ბიჭებს!
გეგონება ლაშხი და წილოსანი ქართველები არ არიან!
ეგ არმენოფობიური გამოხტომები სამარცხვინოა და საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს!
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით მისამართლე ნინო თარაშვილმა შეუცვალა.
ზურა გირჩს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ. ამ შვანგირაძემ შეუფარდა პატიმრობა
ნიკა მელიასაც.
ნიკა გვარამიას ჯვებე ნაჭყებიამ შეუფარდა პატიმრობა.
ეგეც თქვენი ეთნიკურად ქართველები. იამაყეთ. შეხტით და შეკუნტრუშდით" - წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი რეზო შატაკიშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.