რეზო კიკნაძე მელიას განაჩენზე: ეს არის მათი [ოცნების] სამართალი
![რეზო კიკნაძე მელიას განაჩენზე: ეს არის მათი [ოცნების] სამართალი](/wp-content/uploads/2026/08/rez.png)
პატიმრობაში მყოფი რეზო კიკნაძე ნიკა მელიას განაჩენს ეხმაურება და წერს, რომ მას წყლის პკურებისთვის 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, რუსებს კი, შარდის გადასხმისთვის, ბოდიშები უხადეს.
კიკნაძის თქმით, ეს არის “ოცნების“ სამართალი.
ნიკა მელიამ მოსამართლეს წყლის წვეთი აპკურა და 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. რუსებმა ქართველებს შარდი გადაასხეს და მისჯის ნაცვლად ქოცებმა აქეთ უხადეს ბოდიში. ეს არის მათი სამართალი. ქოცებმა ბომბების ჩამომყრელ რუსებსაც ბოდიშები უხადეს,- წერს კიკნაძე.
მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი გამოცხადდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამოაცხადა. საქმე ეხება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებას.
ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნული სასჯელი ნიკა მელიასთვის გამოტანილმა წინა განაჩენმა შთანთქა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.