პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეზო თაბუკაშვილი: ბოდიშის მოხდას როგორ სთხოვთ მოშიმშილე ქალს? ესეიგი, კანონმდებლობით კი არა, არამედ კაცის პირადი ბოღმით იხდის სასჯელს

რეზო თაბუკაშვილი: ბოდიშის მოხდას როგორ სთხოვთ მოშიმშილე ქალს? ესეიგი, კანონმდებლობით კი არა, არამედ კაცის პირადი ბოღმით იხდის სასჯელს
"ბოდიშის მოხდას როგორ სთხოვთ მოშიმშილე ქალს? ესეიგი, კანონმდებლობით კი არა, არამედ კაცის პირადი ბოღმით იხდის სასჯელს, რომელსაც სულგრეძობა არ ყოფნის, რომ აპატიოს ქალს და სასიკვდილოდ წირავს" - წერს სოციალურ ქსელში მწერალი რეზო თაბუკაშვილი და ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
"მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ვხედავთ ვერანაირ სინანულს. პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით არც კონკრეტულად ბრალდებულის მხრიდან, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი, დანარჩენზე საზზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავისი შეფასება" - თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.