ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეზიდენტებმა სასტუმროში უნაღდო დანახარჯები წლიურად 5%-ით შეამცირეს - კვლევა

რეზიდენტებმა სასტუმროში უნაღდო დანახარჯები წლიურად 5%-ით შეამცირეს - კვლევა

TBC CAPITAL-ის კვლევის თანახმად, 2025 წლის აპრილში, რეზიდენტების მიერ სასტუმროში უნაღდო დანახარჯები წლიურად 5%-ით შემცირდა. საშუალო დანახარჯებმა კი ერთ ტრანზაქციაზე 173 ლარი შეადგინა.
პუბლიკაციის თანახმად, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 576 ლარს გაუტოლდა.
2025 წლის აპრილში, არარეზიდენტებისა და რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად კვლავ სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ზოგადად, არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე რეზიდენტების დანახარჯს დაახლოებით სამჯერ აღემატება.
სასტუმროში უნაღდო დანახარჯების უდიდესი წვლილი არარეზიდენტებს უკავიათ.
2025 წლის აპრილში, 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯებში. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯმა 423 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 16% და 84% შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.