არქივი4 ივნისი, 2025, 12:40
რეზერვების შევსება კვლავაც დარჩება ჩვენს მთავარ ამოცანად - ნათია თურნავა

დღეის მონაცემებით, ჩვენ შარშან შემოდგომაზე გაყიდული თანხების [რეზერვების] ოდენობას ბევრად ვაჭარბებთ,- ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეროვნულ ბანკში განაცხადა, სადაც IMF-ის მისიის შემაჯამებელი ბრიფინგი მიმდინარეობს.
მან რეზერვების გარდა ისაუბრა ინფლაციაზეც და აღნიშნა, რომ ინფლაციური მოლოდინები კარგად არის მართული. ამასთან, თურნავამ ყურადღება ფინანსურ სტაბილურობასა და ლარიზაციის პოლიტიკაზე გაამახვილა.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.