არქივი2 მარტი, 2026, 00:18
რეზა ფეჰლევი: ახლა ძალიან ძლიერი და სტაბილური გარდამავალი პერიოდის დროა. მე ვხელმძღვანელობ ამ პროცესს...

„ახლა ძალიან ძლიერი და სტაბილური გარდამავალი პერიოდის დროა. მე ვხელმძღვანელობ ამ პროცესს... ჩვენ აბსოლუტურად ურყევი გეგმა გვაქვს. მე ამ მიზნის გარშემო გაერთიანებულ ირანელებთან ვთანამშრომლობ. ჩვენ გვყავს ამ პროცესისთვის თავდადებული ადამიანების მრავალფეროვანი კოალიცია, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილს წარმოადგენს, მათ შორის რელიგიურ უმცირესობებსა და ეთნიკურ ჯგუფებს. ყველა მათგანი თანხმდება ამ ეროვნულ პროექტზე... ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ავამუშავებთ და ვაკუუმის შევსებას შევძლებთ... გარდამავალი პერიოდი მაქსიმუმ ორ წელზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს, თუმცა ირანის სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტი პირველი 100 დღე იქნება" - განაცხადა ირანის ბოლო შაჰის შვილმა, რეზა ფეჰლევმა Fox Sunday Morning Futures ინტერვიუში
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.