რევოლუცია გინდა კახა ოქრიაშვილო?! – ვატო შაქარიშვილი “პეესპე”-ს განცხადებაზე
საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ფარმაცევტული კომპანიის „PSP” განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კომპანია ფიზიოლოგიურ ხსნარს და პირბადეს უფასოდ გასცემს.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, პენსიონერებს, სიმსივნის და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებს ყვლიფავს და აგრესიული მომიტინგეების წახალისებას ახდენს!
„პენსიონერებს, სიმსივნის და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებს ყვლიფავს და აგრესიული მომიტინგეების წახალისებას ახდენს! აი, ვინ არი პარლამენტიდან გამოსათრევი და სამაგალითოდ დასასჯელი!!! რევოლუცია გინდა კახა ოქრიაშვილო?! არ მოგეწონა ქართველი ხალხის ძარცვაში რომ ხელი შეგიშალეს?!“-წერს ვატო შაქარიშვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.