რევანში არ შედგა - უსიკმა ფიური კვლავ დაამარცხა [VIDEO]
![რევანში არ შედგა - უსიკმა ფიური კვლავ დაამარცხა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/12/66abd3b3b2de8afd2e62c9f11fcb0482-3WvME6.jpeg)
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ტაისონ ფიურისა და ოლექსანდრ უსიკის რემატჩი შედგა, სადაც 12-რაუნდიან ბრძოლაში გამარჯვება კვლავ უკრაინელმა მებრძოლმა მოიპოვა.
"თეთრმა კურდღელმა" მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBA-ს, WBC-ისა და IBO-ს ქამრების დაცვა მოახერხა.
მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის მაისში შედგა, უკრაინელმა ფიურის მაშინაც მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა.
"ფიური დიდებული მოკრივეა. ეს ჩემი კარიერის დაუჯერებელი მომენტია, გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი", - განაცხადა უსიკმა ბრძოლის შემდეგ.
37 წლის უსიკს კარიერაში ჩატარებული 23 ბრძოლიდან 23 მოგება აქვს.
რაც შეეხება 36 წლის ფიურის, ამერიკელი
37 ბრძოლიდან 34-ჯერ გამარჯვებული დარჩა, 2-ჯერ უსიკთან დამარცხდა, ერთხელ კი ბრძოლა ფრედ დაასრულა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.