ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Რევაზ ჩიკოიძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაძიუდოში, ქართული ფინალი უნდა გამართულიყო, თუმცა ფინალურ ბლოკში ზვიად გოგოჭურმა ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა.
რევაზ ჩიკოიძემ (J1,-95კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ზვიად გოგოჭური კი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ტურნირში 27 ქვეყნის 187 პარაათლეტი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ტურნირის პირველ დღეს ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საბა ბაღდავაძემ (J1, -81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ), გიორგი გამჯაშვილი (J1, -70 კგ) და ლევან გუგავა (J2, -81 კგ).
კომენტარები კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.