რევაზ სოხაძე – კარგად მესმის რამხელა პასუხისმგებლობაა სამინისტროს ხელმძღვანელობა – მადლობა პრემიერს, მთელ გუნდს ნდობისთვის, იმედია, ჩვენი მოღვაწეობა წარმატებული იქნება

კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა სამინისტროს ხელმძღვანელობა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ირაკლი ქარსელაძეს, მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
რევაზ სოხაძემ პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
”კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელობა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ირაკლი ქარსელაძეს, მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში. მინდა, მადლობა გადავუხადოთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში მქონდა საშუალება მათთან ერთად ამ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განგვეხორციელებინა. კიდევ ერთხელ მადლობა პრემიერო, მთელ გუნდს ნდობისთვის. იმედია, ჩვენი მოღვაწეობა წარმატებული იქნება“, – აღნიშნა სოხაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი ქარსელაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას რევაზ სოხაძე შეცვლის.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას