ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რევაზ სოხაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

რევაზ სოხაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

„ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა“ – ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ფორმატები.
მინისტრმა სტუმარს გააცნო სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგზაო ინფრასტრუქტურის და წყალმომარაგების სექტორებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდთან პარტნიორობის გაღრმავებას.
მხარეებმა ერთხმად გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობისთვის საქართველოს მთავრობისა და გაეროს თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების (2026–2030) ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიულ თანხვედრას და გრძელვადიან პარტნიორობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგ უები და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ეკონომისტი ერიკ ანდერმო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.