ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"რედიქსის" ჯგუფის წევრმა "ჭავჭავაძის 64ბ"-მ 10 მლნ დოლარის და 3 მლნ ევროს ობლიგაციები განათავსა

უძრავი ქონების მენეჯმენტის კომპანია "ჭავჭავაძის 64ბ"-მ 10 მილიონი დოლარისა და 3 მილიონი ევროს ღირებულების 2-წლიანი, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული ობლიგაციების განთავსება გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით მოხდა.
ევროში დენომინირებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებელი - 7.75%-ით, დოლარში დენომინირებული ობლიგაციების წლიური კუპონი კი 8.75%-ით განისაზღვრა.
"ჭავჭავაძის 64ბ“ უძრავი ქონების მენეჯმენტ კომპანია - „რედიქსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც სხვადასხვა სექტორში ახორციელებს ინვესტირებას.„ჭავჭავაძის 64ბ“ ფლობს და მართავს პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრს. კომპანიის მოიჯარეები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, დიპლომატიური კორპუსები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.