ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეგულაციები მშენებლობის თვითღირებულებაზე მოქმედებს, რაც მომავალ წლებში ფასის ზრდას გამოიწვევს - "დომუსი"

ქვეყანაში სამშენებლო პროექტების განხორციელება ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა, რასაც ასახვა ჰქონდა უძრავი ქონების ფასებზე. საქსტატის დათვლით, მშენებლობის ინდექსი გაიზარდა როგორც წლიურ ისე თვიურ ჭრილში, რასაც ორი ძირითადი ფაქტორი - ანაზღაურების ზრდა და სამშენებლო მასალების გაძვირება განაპირობებდა.
სამშენებლო ტემპის ზრდის პარალელურად დეველოპერული ბიზნესი მაღალ მოთხოვნაზე საუბრობს, კომპანია "დომუსის" დირექტორი ნიკოლოზ ტაბატაძე ამბობს, რომ დღეს დომუსის მიმდინარე პროექტებში ბინების 60%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. მისი თქმით, ფასების მიმართულებით დრამატულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ სამშენებლო რეგულაციები წლიდან წლამდე მკაცრდება, ამას თავისი ეფექტი ექნება ბინების ღირებულებაზე.
“წელს არის რეკორდული წელი დომუსისთვის იმიტომ რომ 200 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები გამოვა ბაზარზე 2024 წელს. ეს პროექტები მწვანე კონცეფციით იქნება განხორციელებული. პრემიუმ სეგმენტში ვინაიდან მიწოდება შეზღუდულია, მოთხოვნის ნაწილში პრობლემებს ვერ ვხედავთ. ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსებში მიმდინარე პროექტებში 60%-მდე ბინების უკვე გაყიდულია, რომლის დასრულებაც წელიწად-ნახევარში იგეგმება. რაც შეეხება ახალ პროექტებს "დომუს ნეა" დავიწყეთ 2024 წელს, აქაც ძალიან მაღალია მოთხოვნა და მომავალში გვგონია, რომ ეს გაგრძელდება და იქნება მდგრადი.
იქიდან გამომდინარე რომ იგეგმება ევროკოდების დანერგვა და კიდევ უფრო მეტად წავიდეთ ენერგოეფექტური კონცეფციის გაძლიერების მიმართულებით ეს რა თქმა უნდა, მოახდენს გავლენას მშენებლობის თვითღირებულებაზე, რაც გამოიწვევს მომავალ წლებში მცირედით ფასის ზრდას,”-ამბობს კომპანია “დომუსის” დირექტორი ნიკოლოზ ტაბატაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.