ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - გურია დამსვენებლებს შავი ზღვის მოწესრიგებული სანაპირო ზოლით მასპინძლობს

გურიის რეგიონი ახალ საკურორტო სეზონს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ხვდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” მუდმივად ზრუნავს დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნაზე.
უწყების ინფორმაციით, სანაპირო ზოლს კომპანიის 220 ადგილობრივი თანამშრომელი ყოველდღიურად ასუფთავებს, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარები (Beach tech), ტრაქტორები და სხვა სპეციალური ტექნიკა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ადგილზე გაეცნენ ურეკის შავი ზღვის სანაპირო ზოლის თანამედროვე ტექნიკით დასუფთავების პროცესს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.