ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 3 თვის ბიუჯეტი 114 მლნ ლარის გადაჭარბებით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 125.9%-ით ანუ 114 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 554.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (440.8 მილიონი ლარი) 114 მილიონი ლარით მეტია.
სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 76.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 3 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2024 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 365.2 მილიონი ლარი (გეგმის 130%)
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 105.9 მილიონი ლარი (გეგმის 112%)
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 74.7 მილიონი ლარი (გეგმის 135%)
შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 7.4 მილიონი ლარი (გეგმის 100 %)

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.