ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეგიონებს 51 ახალი ავტობუსი გადაეცემათ

ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს ჯამში 51 ახალი ავტობუსი გადაეცემათ. ახალი ავტობუსები კონტრაქტორმა კომპანიამ რუსთავში ჩაიყვანა, სადაც ასევე ჩასულია მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.
რეგიონების მიხედვით ავტობუსები ასე გადანაწილდა:
· მარნეული - 4;
· დმანისი - 3;
· ბორჯომი - 6;
· რუსთავი - 20;
· მცხეთა - 10;
· ბოლნისი - 4;
· თეთრი წყარო - 3.
„ისუზუს“ 8-მეტრიანი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და გათვლილია 47 მგზავრზე. სამთავრობო პროექტით, 38 მუნიციპალიტეტისთვის სულ 154 ავტობუსის შეძენა იგეგმება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.