ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება იქნება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი

რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება იქნება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაგრძელდება მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება რეგიონების განვითარებისთვის.
„მათ შორის წელს დასრულდება განახლებული რეგიონების მასშტაბური პროექტის მეორე ფაზა და ბუნებრივია გაგრძელდება მაღალმთიანი რეგიონების განსაკუთრებული მხარდაჭერა.“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
Previous: ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია, ეკონომიკურ წინსვლას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.