არქივი30 აპრილი 2024, 13:24
რეგიონებიდან პროევროპულ აქციაში მონაწილეობის მსურველებს თბილისში დასარჩენს სთავაზობენ
Facebook-ზე შეიქმნა ჯგუფი რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ვისაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობა სურს. მოქალაქეები მათ თბილისში უფასო დასარჩენს სთავაზობენ.
ჯგუფის სახელია დაიტოვე და მასში უკვე 1 500 ადამიანია გაწევრიანებული.
თბილისში ყოველდღიურად იმართება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები და მსვლელობები. მორიგი აქცია არის დაგეგმილი დღეს, 30 აპრილს, 19:00 საათზე.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.