“რეალში” ჯერ კიდევ არგადასული მბაპე “ბარსელონას” ფანებს უკვე შესძულდებათ – ნახეთ, რა უთხრა გასახდელისკენ მიმავალმა ფრანგმა კატალონიელთა გულშემატკივრებს [VIDEO]

“რეალში” ჯერ კიდევ არგადასული მბაპე “ბარსელონას” ფანებს უკვე შესძულდებათ – ნახეთ, რა უთხრა გასახდელისკენ მიმავალმა ფრანგმა კატალონიელთა გულშემატკივრებს [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში პსჟ-მა “ბარსელონა” გასვლაზე 4:1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 6:4 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც “დორტმუნდს” დაუპირისპირდება.
მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კილიან მბაპე გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
თითქმის გადაწყვეტილია და მხოლოდ გაოფიციალურება აკლია, რომ ფრანგი სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის “რეალში” თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება, მაგრამ ის “ბარსელონას” ფანებს აქედანვე ნამდვილად არ ეყვარებათ.
მატჩის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალმა კილიანმა კატალონიელთა ფანებს უთხრა: “ნახვამდის, თქვენ ტურნირზე აღარ ხართ”.
მიმდინარე სეზონში მბაპემ
ყველა ტურნირზე 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 40 გოლი გაიტანა.