არქივი26 მარტი, 2026, 15:20
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
მადრიდის "რეალის" ყოფილ მწვრთნელ უელსეელ ჯონ ტოშაკს ექიმებმა დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ Daily Mail-ს ფეხბურთელის ვაჟმა ქემერონმა განუცხადა.
"ეს საშინელი დაავადებაა. მე მას თითქმის ყოველდღე ვესაუბრები და თუ სადილის შემდეგ ვისაუბრებთ, შეიძლება არ ახსოვდეს, რაზე ვისაუბრეთ იმ დილით", - თქვა ქემერონმა.
შეხსენებისთვის, ტოშაკი "სამეფო გუნდს" ორი ვადით 1989/90 და 1999 წელს ხელმძღვანელობდა. ის 6 წლის განმავლობაში უელსის ნაკრების თავკაციც გახლდათ. მისი ბოლო სამუშაო ადგილი ირანის კლუბი "ტრაქტორი" იყო, რომელიც 2018 წელს დატოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.