რა ხდება ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში – ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებში რჩებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მომიტინგეები.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი კი მშობლიურ სოფელში, ტამიშში იმყოფება. ე.წ. ოპოზიცია ბჟანიას გადადგომისკენ მოუწოდებს, ბჟანია კი თავის მხარდამჭერებს არწმუნებს, რომ სიტუაცია უახლოეს დღეებში გამოსწორდება.
აფხაზეთში დაპირისპირება ე.წ. პარლამენტის მიერ “მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებას მოჰყვა, რაც რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების საშუალებას აძლევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ