ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა წილი აქვს ქარის, თბო და ჰიდრო სადგურებს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებაში

რა წილი აქვს ქარის, თბო და ჰიდრო სადგურებს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებაში

2024 წლის 9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 1.5%-ით გაიზარდა და 11.4 ტვტ.სთ შეადგინა, - ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტროენერგიის გენერაციაში უდიდესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდიოდა და საანგარიშო პერიოდში 83.5% შეადგინა.
„ჰიდრო გენერაცია წლიურად 7.2%-ით გაიზარდა 9.5 ტვტ.სთ-მდე და ჯამური გენერაციის 83.5% შეადგინა. ზრდა გამოწვეული იყო ამ წლის სახარბიელო ჰიდროლოგიით და მარეგულირებელი სადგურების ოპტიმალური მუშაობით“, - აღნიშნულია კვლევაში.
გენერაციაში 16% თბოელექტროსადგურებს ეკავა. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ ამ ტიპის სადგურების გამომუშავება წლიურად 20.3%-ით არის შემცირებული. კვლევის მიხედვით, კლება ჰიდრო გენერაციის ზრდითა და ექსპორტის შემცირებით იყო გამოწვეული.
ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია წელს 9 თვეში მხოლოდ 1%-მდე იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია წლიურად 9.2%-იან კლებას აჩვენებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ქარის, მზის და 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ჰიდრო ელექტროსადგურები შესაძლოა, გათავისუფლდნენ წინა-სამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ახალი განახლებადი წყაროების აღმოჩენას და განვითარებას.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.