ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა წერილი გამოუგზავნეს სინდისის პატიმრებმა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს?

რა წერილი გამოუგზავნეს სინდისის პატიმრებმა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს?

სინდისის პატიმრებმა: დავით ხომერიკმა, ანდრო ჭიჭინაძემ და ირაკლი მიმინოშვილმა ციხიდან წერილი გამოუგზავნეს არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს.
„გამარჯობა და დაგვლოცეთ ჩვენო სულიერო და კეთილო მოძღვარო!
პირველ რიგში მადლობა გვინდა გითხრათ იმ მართალი და გაბედული სიტყვისთვის, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ასე იშვიათად ისმის ჩვენი ეკლესიებიდან.
ჩვენთვისაც ასევე ძალიან დიდი ძალის მომცემია თქვენნაირი ადამიანისა და პიროვნების გვერდში დგომა, რომელიც ასე უშიშრად იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით გვიგულეთ!
მადლობა თქვენი ლოცვისა და თანაგრძნობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ სინათლე ყოველთვის დაამარცხებს უიმედობასა და ბოროტებას. მხნეობას და გამძლეობას გისურვებთ“.
წერილს ხელს აწერენ სინდისის პატიმრები: დავით ხომერიკი, ანდრო ჭიჭინაძე და ირაკლი მიმინოშვილი.
სინდისის პატიმრების წერილი დოროთე ყურაშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუქზე.
„გამიჭირდა წაკითხვა, ცრემლები მეფარებოდა. მადლობა ძმებო. მალე გავიმარჯვებთ ბოროტებაზე“ – წერს არქიმანდრიტი. (ბათუმელები)

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.