ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა წერია საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს დასკვნაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა?

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო მი­ე­სალ­მე­ბა უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის პროგ­რესს ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით წინსვლის საქ­მე­ში. ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო ყუ­რა­დღე­ბას აპყრობს სა­ქარ­თვე­ლოს მიმ­დი­ნა­რე ძა­ლის­ხმე­ვას და ქვე­ყა­ნას პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით წინსვლის­კენ მო­უ­წო­დებს, – ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს დას­კვნა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც გუ­შინ, საბ­ჭოს ორ­დღი­ა­ნი სა­მი­ტის პირ­ვე­ლი დღის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა.
“ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ შე­ა­ფა­სა გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და შიდა რე­ფორ­მე­ბის­თვის მზა­დე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ ორი­ვე გზა­ზე მუ­შა­ო­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა გან­ვი­თარ­დეს, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას, რომ რო­გორც მო­მა­ვა­ლი წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რი მზად იქ­ნე­ბი­ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბის დროს. ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რა­ზე შიდა რე­ფორ­მებს გა­ნი­ხი­ლავს, რათა 2024 წლის ზა­ფხუ­ლის­თვის მი­ღე­ბულ იქ­ნეს დას­კვნე­ბი მო­მა­ვა­ლი მუ­შა­ო­ბის საგ­ზაო რუ­კის შე­სა­ხებ“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს დას­კვნის იმ თავ­ში, რო­მე­ლიც გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კითხს ეხე­ბა.
დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, კო­მი­სი­ის 2024 წლის 12 მარ­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გახ­სნას გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნას­თან.
“ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო იწ­ვევს კო­მი­სი­ას, მო­ამ­ზა­დოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩარ­ჩო, მისი მი­ღე­ბის მიზ­ნით იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც გა­და­იდ­გმე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც მი­თი­თე­ბუ­ლია კო­მი­სი­ის 2022 წლის 12 ოქ­ტომ­ბრის რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.
· ევ­რო­კავ­ში­რი აცხა­დებს, რომ გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას, რათა გაძ­ლი­ერ­დეს ქვეყ­ნის მდგრა­დო­ბა და ქვე­ყა­ნამ მო­აგ­ვა­როს ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლის წი­ნა­შეც რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის გამო დგას.
“ევ­რო­კავ­ში­რი გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას მისი მდგრა­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, რომ­ლის წი­ნა­შეც ის დგას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბის ძი­რის გა­მო­თხრის­კენ მი­მარ­თუ­ლი რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და ასე­ვე უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ომის შე­დე­გად“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც საბ­ჭოს ორ­დღი­ა­ნი სა­მი­ტის პირ­ვე­ლი დღის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.