ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა ცვლილებები შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში – დეტალები

რა ცვლილებები შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში – დეტალები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის ვალდებული ხდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულიდან იმ პირების რეგისტრაცია შეაჩეროს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწყვეტად იმყოფებიან 6 თვით ან მეტი ვადით.
ამასთან, მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ანუ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით.
დადგენილების მიხედვით, ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2026 წლის 1 ივნისამდე უნდა დამტკიცდეს.
ინფორმაცია თავდაპირველად bm.ge-მ გაავრცელა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.