ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო “ქართული ოცნების” არ იყო?” – იაგო ხვიჩია პრეზიდენტის სარჩელზე

გირჩელი იაგო ხვიჩია საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელზე ,,აგენტების კანონის” წინააღმდეგ, ასე ეხმაურება:
,,მოგვწონს თუ არ მოგვწონს, “ქართული ოცნების” ის არგუმენტი, რომ “ახლა მოგწონთ საკონსტიტუციო სასამართლო?” – რელევანტურია, იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ ამავე საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად უაზრობაზე პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად და იმპიჩმენტისთვის გამზადებულად გამოაცხადა. ამავე სასამართლოში მიგაქვს სარჩელი და წინაპირობა გაქვს ის, რომ შენ თვითონ ვეტო არ დაასაბუთე, იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” გამოძვრენის საშუალებას არ მივცემო. რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო “ქართული ოცნების” არ იყო? მაგან არ გამოაცხადა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად და თეორიულად საკონსტიტუციო სასამართლოსაც ზუსტად ასე არ შეუძლია, რომ გამოაძვრინოს “ქოცები”? როგორც ვეტოს დასაბუთებულად დადების შემთხვევაში იქნებოდა. ეს კითხვები მაქვს, მაგრამ ვინაიდან მაინც კეთილშობილური საქმეა “რუსული კანონის” გაუქმება, წარმატებას ვუსურვებ როგორც ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე ჩვენს კოლეგებს და სახალხო დამცველს, თუ მას ასეთი ტიპის ინტერესები გააჩნია, მაგრამ ნაკლებად მჯერა დამოუკიდებლობის და იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედად უნდა ვიყოთ”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.