რა შეთანხმება დაარღვია გახარიასთან ივანიშვილმა? – “ბოდიში, ნახვამდის, რაზეა საუბარი” – რატომ გადადგა რეალურად ყოფილი პრემიერი?

პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფორმალური მიზეზი იყო მელიას დაკავების ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდი და ვთვლი, რომ მელია დასაკავებელი იყო, საჭირო იყო ფორმის ამორჩევა. მაგრამ ეს არ იყო მთავარი მიზეზი, მთავარი მიზეზი ის იყო, რომ როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მიდის და ტოვებს პოლიტიკას, ეს იყო გარკვეული შეთანხმება ჩემსა და მას შორის, ეს იყო ოფიციალური განცხადება, რომელიც მან ქართულ, საერთაშორისო საზოგადოებას განუცხადა და სულ რამოდენიმე კვირაში, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგმული იყო არა პოლიტიკიდან წასასვლელად, არამედ – პოლიტიკაში დასარჩენად, ეს ერთი და მეორე – ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგმული იყო იმისთვის, რომ ძლაუფლების კიდევ უფრო მეტი კონსოლირიდება მომხდარიყო და ნათელი გახდა, რომ ძალაუფლების დათმობას არავინ აპირებდა და ჩრდილიდან ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ძალაუფლების შენარჩუნება, რა თქმა უნდა, მე აქ თავისი როლი მქონდა, ვიღაცამ განსაზღვრა რომ გახარია თავის როლს აქ შეასრულებდა, ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მენეჯერის, რომელიც შეძლებდა ამ ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, მსგავსი ნაბიჯები, რომელსაც შეცდომაში შეყავს საქართველოს მოქალაქე, პატივს არ სცემს არჩევანის უფლებას… ვთვლი რომ ხელისუფლების ცვლილება მნიშვნელოვანია დემოკრატიულ ქვეყნებში, ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და როგორც კი პირველი საბაბი გამოჩნდა, რომელმაც დაადასტურა ის, რაც ვთქვი, მე გადავდექი. არჩევანი ნათელია. გადავდექი მაშინ, როდესაც ყველაზე მაღალი რეიტინგი მქონდა, ისე მარტივად გავაკეთე ეს, კითხვის ნიშანიც არ მქონდა. თუმცა, დილით სამსახურში რომ მივედი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ იმ საღამოს გადავდგებოდი. შეთანხმება დაირღვა და ეს ნათელი გახდა ამ დღის განმავლობაში და ეს ჩემთვის საკმარისი იყო. ჩემთვის მთავარი იყო ის შეთანხმება, რაც დაირღვა და ბოდიში, ნახვამდის, რაზეა საუბარი. ვითომ წავიდა და ბნელი ოთახიდან აგრძელებდა. რატომ დავიწყე ივანიშვილის ხსენება? – მარტივია, უკრანის ომის დროს ქართულმა ოცნებამ დაუშვა სტრატეგიული შეცდომა და ღიად დადო ფსონი ს გამარჯვებაზე, ამის არშეფასება იქნებოდა შეცდომა. მე რომ დავინახე, ქვეყნის დიდი ოცნება, საუკუნეების ოცნება საფრთხის ქვეშაა, იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა და ხელისუფლების ქმედებები რისკს უქმნიდა, ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე ეს ნაბიჯი გადავდგი.