არქივი26 მაისი, 2025, 19:18
რა ღირს Valentino-ს წითელი ორეული, რომლითაც ანუკი არეშიძე 26 მაისის ღონისძიებაზე გამოჩნდა
დღეს, 26 მაისს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. ადგილზე უკვე მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ თან ოჯახის წევრები - შვილები და მეუღლეებიც ახლავთ.

თბილისის მერის, კახი კალაძის ცოლი, დიზაინერი ანუკი არეშიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე Valentino-ს 1980 წლის ვინტაჟური ორეულით მივიდა. წითელი ფერის პიჯაკისა და კაბის ფასი $275-დან $300-მდე მერყეობს.


არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.