ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა ღირს 1 გრამი სუფთა ოქრო საქართველოში?

რა ღირს 1 გრამი სუფთა ოქრო საქართველოში?

საერთაშორისო ოქროს ფასები, ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემაა - ასე ეხმაურება „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე მსოფლიოში ოქროს გაძვირებას. როგორც ბიზნესმენმა „პალიტრანიუსზე“ სანდრო ვეფხვაძის საავტორო გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა, „ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა".
ცნობისათვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი ფაქტობრივად, ყოველდღიურად ძვირდება. თბილისის დროით 12:00 საათისთვის ერთი უნცია 3 289 დოლარი ღირს, რაც ერთ თვეში 6.88%-იანი ზრდაა, წლიურად კი ოქრო 42.83%-ით არის გაძვირებული.
ბირჟების ანალოგიურად, ძვირფასი ლითონი ძვირდება საქართველოშიც. როგორც „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ქვეყანაში ერთი გრამი ოქრო ბოლო 4 თვეში უკვე საშუალოდ 55 ლარით გაძვირდა.
"დეკემბრის ბოლოს 1 გრ სუფთა ოქრო 245 ლარად შევიძინეთ, დღეს კი ანალოგიურად 1 გრ. სუფთა ოქროს ფასი 300 ლარია, ეს ჩვენთვის "ზარაფხანისთვის" და ზოგადად ყველა მწარმოებლისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა", - განაცხადა „მონეტიზაციაში“ თორნიკე სამხარაძე.
მისივე განმარტებით დღეს არსებული გლობალური ეკონომიკური, გეო-პოლიტიკური და პოლიტიკური კორელაცია მოლოდინს არ ტოვებს, რომ ოქროს ფასები საერთაშორისო ბირჟებზე დაღმავალ ტრენდს განავითარებს, რაც საგრძნობლად შეამცირებდა ფასებს ქართულ ბაზარზეც.
"ბევრს ჰგონია, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს ფასების ზრდა შესაძლოა, უხაროდეთ, რადგანაც ლოკალურ ბაზარზე ეს პროდუქტის ფასს ზრდის. თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის, ჩვენი საოპერაციო დანახარჯებიდან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა", - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.