რა ღირს კახა კალაძის პალტო, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩის გახსნისას ეცვა
თბილისის მერი კახა კალაძე ჩაცმის სტილის ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა ზამთრის პერიოდში მისი სამოსი კიდევ უფრო მეტად არის ხოლმე განხილვის თემა.
კალაძის ქურთუკები თუ პალტოები, ასევე მისი ფასი ადამიანების დიდ ნაწილს აინტერესებს და სოციალურ ქსელებში ამ თემას არაერთ პოსტსა და კომენტარს უძღვნიან.
დედაქალაქის მოდურმა მერმა საზოგადოების ყურადღება ამჯერად Loro Piana-ს 5 200 ევროდ ღირებული პალტოთი მიიქცია.
მან დღეს რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა გახსნა, გახსნის დროს კი სწორედ Loro Piana-ს პალტო ეცვა.

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.