რა ქონებას ფლობს აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი თამარ ტალიაშვილი?

რა ქონებას ფლობს აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი, თამარ ტალიაშვილი? დეკლარაციის თანახმად, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მისი წლიური ანაზღაურება 76,841 ევროს შეადგენდა.
უძრავი ქონება
· მიწის ნაკვეთი და შენობა (ბორჯომის რაიონი, ახალდაბა, ვაჟა-ფშაველას გამზ. N21, 247 მ²): თამარ ტალიაშვილის საკუთრება (100%), შეძენილი 2005 წელს ჩუქებით, რეგისტრირებულია საქართველოში.
· ბინა (თბილისი, ფალიაშვილის ქ. N72, 94.5 მ²): თამარ ტალიაშვილის საკუთრება (100%), ნაყიდი 2001 წელს 10,000 GEL-ად.
· ავტოფარეხი (თბილისი, ნინო ჟვანიას ქ. N28, 20 მ²): დავით კუხალაშვილის საკუთრება (100%), ნაყიდი 2015 წელს 6,000 USD-ად.
· ბინა (თბილისი, ნინო ჟვანიას ქ. N28, 178 მ²): ტალიაშვილის მეუღლის დავით კუხალაშვილის საკუთრება (100%), ნაყიდი 2015 წელს 146,000 USD-ად.
· ბინა (თბილისი, გოგებაშვილის ქ. N50, 127.24 მ²): ტალიაშვილის მეუღლის დავით კუხალაშვილის საკუთრება (100%), ნაყიდი 2011 წელს 120,000 USD-ად, არარეგისტრირებული საქართველოში.
ფინანსური აქტივები:
· მიმდინარე ანგარიში – 7,720.55 GEL.
· ანაბარი – 6,716 USD
· ანაბარი – 110,645 USD.
· მიმდინარე ანგარიში – 1.32 USD.
· ანაბარი – 30,878.01 EUR (თამარ ტალიაშვილი).
· Société Générale: მიმდინარე ანგარიში – 9,324 EUR (თამარ ტალიაშვილი).
საქმიანი გამოცდილება:
· 2017 წლიდან გახლდათ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
· 2018 წლიდან გახლდათ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი;
· 2020-2022 წწ. თამარ ტალიაშვილი გახლდათ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.
· 2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.(ბიემჯი)

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)