რა ქონებას ფლობენ მიხელ ყაველაშვილი და თამარ ბაგრატიონი

მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია გასული წლის მიწურულს, 31 დეკემბერს წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მის სახელზე საცხოვრებელი სახლიც კი არ ფიქსირდება.

უფრო კონკრეტულად, როგორ ოფიციალურ ქონებრივ დეკლარაციაში აქვს აღნიშნული, მიხეილ ყაველაშვილს ეკუთვნის მხოლოდ ავტოფარეხი, თბილისში, რომელიც 2007 წელს 22 000 დოლარად აქვს შეძენილი.

სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მისი ოჯახის სახელზე არ ფიქსირდება. მხოლოდ ცნობილია ის, რომ მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონი შპს “გეომაკის” 40%-იანი წილის მფლობელი იყო, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანია დაიხურა.

მიხეილ ყაველაშვილის ქონება – რას ფლობს პრეზიდენტი და მისი ოჯახი

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, მიხელ ყაველაშვილი დოკუმენტის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ფლობდა:

  • სახელფასოზე – 6 434 ლარს;
  • საკრედიტოზე – 3 774 ლარს;
  • სესხის მომსახურე ანგარიშზე – 47 637 ლარს.

ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს 11 თვეში, მიხელ ყაველაშვილს პარლამენტში, დეპუტატის სტატუსით, 40 009 ლარის ხელფასი აქვს აღებული.

როგორც დოკუმენტშია მითითებული, მიხელ ყაველაშვილს აქვს „ქართუ ბანკის“ სამომხმარებლო სესხი 56 410 ლარის ოდენობით, რომლის მომსახურებისთვის , 2024 წელს 10 001 ლარი აქვს გადახდილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!