რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს ეკონომიკის განვითარების ბანკიც – ირაკლი კობახიძე

რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ბანკი, რომელიც შეითავსებს რამდენიმე დღევანდელი ინსტიტუციის ფუნქციებს.
„რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით გავაცნობთ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, რა ფორმით იმუშავებს ეს ბანკი. ამასთან დაკავშირებით ფართოდ გავაცნობთ საზოგადოებას ინფორმაციას, როგორც კი დასრულდება ეს ინსტიტუცირი რეფორმა. შეიძლება მოიცვას ენერგეტიკის სექტორიც. ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურად მოვახსენებთ მოგვიანებით. დღესაც არსებობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას მაშინ, როდესაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა