რა უნდოდა კობახიძეს ირანში?.. გხედავთ! ამერიკას ვერ გააცურებთ – ჯო უილსონი

“ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი კვლავ აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ირანში ვიზიტის გამო.
“რა უნდოდა კობახიძეს ირანში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებთან ერთად სულ რამდენიმე თვის წინ? იმავე ტერორისტებთან, რომლებიც ცდილობდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველდღე ითხოვენ ამერიკის სიკვდილს? გხედავთ! ამერიკას ვერ გააცურებთ“, – წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ირანში ადრინდელი ვიზიტის გამო აკრიტიკებს, ასევე -ის კონგრესის რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი (კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი კოკუსი, RSC).
„ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა არცერთი ცენტი პრო-ირანულ დიქტატორებს!“, – წერს „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი“ პლატფორმა X-ზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი